Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35187
Title: ანტონ და ოლღა აღნიაშვილების ოჯახი
Keywords: ჯგუფური ფოტო
ჩიხტიკოპი
სასულიერო პირი
ხმალი
ზაალიშვილი-ბასიშვილი, ქეთევან ნიკოლოზის ასული (1901-1982)
ზაალიშვილი-ავალიშვილი, თამარ ნიკოლოზის ასული (1894-1985)
ზაალიშვილი, ნიკოლოზ ყარამანის ძე (1864-1936)
აღნიაშვილი, ნიკოლოზი ანტონის ძე
აღნიაშვილი, ანტონ
ზაალიშვილი, გიორგი (ჟორჟიკა) ნიკოლოზის ძე
აღნიაშვილი, მიხეილ ანტონის ძე
ზაალიშვილი, შალვა (ცუციკო) ნიკოლოზის ძე (1911-1949)
აღნიაშვილი-ზაალიშვილი, ოლღა ანტონის ასული
Abstract: ქეთევან ზაალიშვილი - გეოგრაფი, დამსახურებული პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. უნივერსიტეტის პედკაბინეტის გამგე, უნივერსიტეტის გეოგრაფიული საზოგადოების აქტიური წევრი. თამარ ზაალიშვილი - რუსული ენის სპეციალისტი, პედაგოგი. დაამთავრა ქალთა უმაღლესი კურსები, 45 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მთავრობის სხვა ჯილდოებით. თამარ ზაალიშვილი თავის ოჯახთან ერთად ახალგაზრდობის წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო და სახელმწიფოებრივ ღონისძიებებში. ნიკოლოზ ზაალიშვილი - მოსამართლე, მსახურობდა თბილისის სასამართლოში. მისი მამა შეძლებული, გავლენიანი აზნაური გახლდათ (“ტახტის აზნაური”). ნ. ზაალიშვილი პენსიაზე გასვლის შემდეგ იყო თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. იგი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა, იყო იმჟამად არსებული ცნობილი “ქართული კლუბის” წევრი თავის ოჯახთან ერთად, მონაწილეობდა საქველმოქმედო და სახელმწიფოებრივ ღონისძიებებში. ნიკოლოზ აღნიაშვილი - ინჟინერი, ცხოვრობდა და მსახურობდა ოჯახთან ერთად საქართველოში აგრეთვე წლების განმავლობაში პოლონეთსა და შვეიცარიაში. ანტონ აღნიაშვილი - გახლდათ ქვემოჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი. 1890 წელს დაჯილდოვდა კამილავკით. 1894 წელს დაინიშნა გორის მაზრის პირველი ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად. 1901 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით. 1903 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა მუხრანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად. 1904 წლის 25 იანვარს გადადგა შტატიდან მისივე თხოვნის საფუძველზე. შემდგომში ცხოვრობდა თბილისში ოჯახთან ერთად. შალვა ზაალიშვილი - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გახლდათ გორის საკონსერვო ქარხნის დირექტორი, კინო “რუსთაველის’ დირექტორი. იგი იყო გადასახლებული ციმბირში, საიდანაც დაბრუნდა 1948 წელს.
Description: მარცხნიდან სხედან: ნიკოლოზ აღნიაშვილი, ანტონ აღნიაშვილი, ფოფოდია (ანტონ აღნიაშვილის მეუღლე), ოლღა აღნიაშვილი, გიორგი ზაალიშვილი და მიხეილ აღნიაშვილი. წინა პლანზე ზის: შალვა (ცუციკო) აღნიაშვილი. მარცხნიდან დგანა: ქეთევან ზაალიშვილი, თამარ ზაალიშვილი და ნიკოლოზ ზაალიშვილი. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: თამარ დათუაშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Untitled-6.jpg240.15 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.