Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/366944
Title: | იოსებ ჯავახიშვილი, მიხეილ თოფურია, ალექსანდრე მაჭავარიანი სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის თანამშრომლებთან ერთად |
Keywords: | ჯავახიშვილი, იოსებ (1897-1982) გოგინაშვილი, შალვა ივანეს ძე (1905-1971) თოფურია, მიხეილ (1914-1989) ბახტაძე, გ. პეტრი, ნინა მამულაიშვილი, ევგენია ალექსანდრეს ასული კანდელაკი, ბ. სარალიძე, გ. ბარნაბიშვილი, ნინა მარუაშვილი, ინგა კაციტაძე, გ. მაჭავარიანი, ალექსანდრე |
Issue Date: | 1970 |
Abstract: | იოსებ ჯავახიშვილი - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1922 წელს. 1954-1957 წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის, სანიტარულ-ჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1957-1967 წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მ. წინამძღვრიშვილის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1967-1982 წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ფილტვისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. მისი მონაწილეობით დაარსდა რესპუბლიკური კარდიორევმატოლოგიური დისპანსერი და გაიხსნა კარდიორევმატოლოგიური კაბინეტები რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1954). შალვა გოგნიაშვილი - დაიბადა დაბა თიანეთში (თიანეთის რაიონი). 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს კურორტ ბორჯომის, მწვანე კონცხის სანატორიუმის მთავარი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამდიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა თერაპიის კათედრისა და შემდგომში სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი. მიხეილ თოფურია - 1955 წელს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის განყოფილების გამგე. 1975 წელს – მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში. |
Description: | მარცხნიდან სხედან:დოც. ნინა პეტრი; დოც. გ. ბახტაძე, უცნობია, პროფ. იოსებ ჯავახიშვილი, ასისტ-ები: ევგენია მამულაიშვილი და შალვა გოგინაშვილი; დგანან: ასისტ. ბ. კანდელაკი, დოც. გ. სარალიძე, ასისტ. ნინა ბარნაბიშვილი, ასისტ. ინგა მარუაშვილი, განყოფილების გამგე მიხეილ თოფურია, ასისტ. გ. კაციტაძე, უცნობია, ასპ. ალ. მაჭავარიანი |
Owner: | ელეფთერ ლაფაჩი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Elefter_Lafachi- (3).jpg | 283.99 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.