Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/387785
Title: ქუთაისის პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრა
Other Titles: მოგონებები გარდასულ დღეთა
Keywords: ჯგუფური ფოტო
მაღლაკელიძე, შალვა
ბუზოღლი, ნადეჟდა ივანეს ასული (1888-1976
მკურნალისა,
კანდელაკი, გური
ჟორდანია, პაჭუ
ურუშაძე, ივანე
ჩიხლაძე, სოლომონი რომანის ძე (18**-19**)
მანჯავიძე, თერაპონტე
კვაჭაძე, ბახუსი
კაკაბაძე, დავითი
გიორგაძე, დავითი
ბოჭოიძე, მელქო
ლომთაძე, დავითი
შანიძე, გრიგოლი
Issue Date: 5-Jun-1965
Abstract: ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლისა (20.08.1888, ქუთაისი - 20.02.1976) - მომღერალი, პროფესორი, პედაგოგ-ვოკალისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1938–1944 წლებში იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში სოლო სიმღერის პედაგოგი; 1944 წლიდან მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. იგი ავტორია მეთოდურ-პედაგოგიური ნაშრომისა „ქართული რომანსის გამოყენება მომღერალთა ეროვნული კადრების აღზრდის საქმეში" (თბილისი 1959 წელი, რუსულ ენაზე). ზაქარია ფალიაშვილმა "დაისი" თავის შთაგონების წყაროს, ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა. იმდროინდელ ტფილისში სახელგანთქმული ინჟინრის, მუსიკის მოყვარულის და შეძლებულობით ცნობილი მიხეილ ბუზოღლის ახალგაზრდა მეუღლე სილამაზით იყო განთქმული. ზაქარია ბუზოღლების უფროს ვაჟებს მუსიკის კერძო გაკვეთილებს უტარებდა. თავად მიხეილ ბუზოღლი ზაქარიას ძალიან აფასებდა. ის იმითაც ამაყობდა, რომ ცნობილმა კომპოზიტორმა მის მეუღლეს, საშუალო დონის ვოკალისტს ნადეჟდას რამდენიმე კონცერტზე აკომპანიორობა გაუწია. ნადეჟდა ბუზოღლისადმი ზაქარია ფალიაშვილის გრძნობაზე "დაისის" ნოტებზე მინაწერი მიუთითებს. კომპოზიტორი ნადეჟდას ოპერიდან მოყვანილი ციტატებით უხსნიდა სიყვარულს. ხელნაწერის მესამე გვერდზე კი ფალიაშვილს საკუთარი ფოტო ჩაუკრავს. იქვე "დაისის" მთავარი პერსონაჟების, მალხაზისა და მაროს დუეტის ფრაგმენტი მიუწერია: "მსურს ასე ვიყო სულგანაბული, შენს ლამაზ თვალებს მიჩერებული".
Description: ფოტო გადაღებულია პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრის 54 წლისთავზე კურორტ წყნეთში, ივანე ურუშაძის აგარაკზე. წინა რიგში სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: შალვა მაღლაკელიძე. ნადია ბუზოღლი, ვლადიმერ მკურნალის ქვრივი. გური კანდელაკი. დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: პაჭუ ჟორდანია, ივანე ურუშაძე, სოლომონ ჩიხლაძე, ვლადიმერ თოხაძე, თერაპონტე მანჯავიძე, ბახუსი კვაჭაძე, დავით კაკაბაძე, დავით გორგაძე
Owner: ნაზი ჩიხლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
N.CHikhladze 0005.jpgრექტო190.27 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.