ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/454747
სათაური: მისალოცი ღია საფოსტო ბარათი
სხვა სათაური: ღია საფოსტო ბარათები
ავტორები: Анисонян, Р.
საკვანძო სიტყვები: ბარათი
ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ღია საფოსტო ბარათი
მისალოცი ბარათი
გამოცემის თარიღი: 1983
გამომცემელი: Министерство связи СССР
რეზიუმე: ცნობილია, რომ თანამედროვე მისალოცი ბარათების ანალოგიურ ბარათებს, ჩინელები, ჯერ კიდევ, ათასი წლის წინ იყენებდნენ. თავდაპირველად, ბარათებზე, რომელიც საჩუქარს ერთვოდა, მხოლოდ სტუმრის სახელი ეწერა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი შინ არ იყო, მასზე მისალოც ტექსტს წერდნენ და საჩუქარს ისე ტოვებდნენ. საინტერესო ის არის, რომ ამ ბარათებზე დაწერილი ტექსტი არ განსხვავდებოდა ტექსტისგან, რომელსაც ჩვენ ანალოგიურ სიტუაციებში ვწერთ და ყველაზე ხშირად, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ ერთმანეთს. XVIII საუკუნის შუა წლებში, პარიზში გამოჩნდა სავიზიტო ბარათები, რომლებიც, შობის წინა დღეს, ფოსტის კურიერებს მიჰქონდათ ადრესატებამდე. ასეთი სახით, სავიზიტო ბარათის პატრონები. პატივისცემას გამოხატავდნენ და დამდეგ დღესასწაულს ულოცავდნენ ნაცნობ-მეგობრებს. ხოლო, ღია ბარათების სამშობლოდ, ინგლისი ითვლება. სწორედ იქ გამოჩნდა 1843 წ. პირველი კომერციული საშობაო ბარათები. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ცნობილმა გამომგონებელმა, მეწარმემ და საზოგადო მოღვაწემ სერ ჰენრი კოულმა გადაწყვიტა ორიგინალურად მიელოცა შობა-ახალი წელი თავისი ოჯახისთვის და ნაცნობ მხატვარს, პატარა ზომის ბარათზე, ოჯახის წევრების დახატვა სთხოვა. ბარათის ზომა 12×7 სმ. იყო და მას ლამაზად შესრულებული წარწერა ამშვენებდა: «მხიარულ შობას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!». საშობაო სიურპრიზმა გაამართლა – ღია ბარათმა წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა. ის არა მარტო ოჯახის წევრებს, კოულის უამრავ ნაცნობ-მეგობარსაც მოეწონა და რადგან, იმ პერიოდისთვის, კოულის თანაავტორობით უკვე გამოსული იყო პირველი ოფიციალური საფოსტო მარკა «შავი პენი» და ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა, ბარათების ასლები დაბეჭდა და ფასიც დაადო – თითო ბარათი 1 შილინგი ღირდა. თავდაპირველად, ბარათები შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა, ხოლო მოგვიანებით, სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს. რაც შეეხება საფოსტო ღია ბარათებს, რომლის გაგზავნა კონვერტის გარეშე შეიძლებოდა, გერმანელებმა გამოიგონეს. ამ ბარათების პირველი ტირაჟი, ვენის საფოსტო განყოფილებებში, 1869 წ. გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა, როგორც ევროპაში, ისე სხვა კონტინენტებზე.
აღწერილობა: ბარათი ნაპოვნია "მაკულიტერატურას" გადასამუშავებელ მასალაში. გადღების ზუსტი დრო და ადგილი უცნობია
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0324 b.jpgვერსო44.93 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0324 a.jpgრექტო164.61 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება