Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/534774
Title: მამა ილარიონ მაჭარაშვილი მონაგართან ერთად
Keywords: ჯგუფური
მაჭარაშვილი, ილარიონი გერმანეს ძე
დეკანოზი ილარიონ მაჭარაშვილი
იმერეთის ეპარქია
ქართველი სასულიერო პირი
საჩხერე
Issue Date: 1908
Abstract: მამა ილარიონი - გერმანე ოქროპირის ძე მაჭარაშვილისა და ელისაბედ ბუცხრიკიძის ერთადერთი ვაჟი. ცხოვრობდა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. მამა ილარიონმა კორბოულში დააარსა ზემო იმერეთის პირველი სამრევლო სკოლა, რომელიც ახლაც არსებობს. ჰყავდა მეუღლე - გაიანე ყიფშიძე და 5 შვილი: სამი ქალი და ორი ვაჟი ფოტო გადაღებულია საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში 1908 წელს
Description: ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ პირველ რიგში: ალექსანდრე ილარიონის ძე მაჭარაშვილი, მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი, დახვრიტეს 1924 წელს, შორაპანთან ახლოს, სხვა ათეულობით ტუსაღთან ერთად საქონლის გადასაყვან ვაგონში. ოჯახს მიცვალებული არ გადასცეს. ალექსანდრეს კალთაში შვილი უზის. მეორე: მამა ილარიონ მაჭარაშვილი, ილარიონს მუხლებთან უზის შვილიშვილი შალვა სერგოს ძე მაჭარაშვილი (გადაასახლეს 1937 წელს, საფლავი არ არსებობს); მესამე: გაიანე ყიფშიძე, ილარიონის მეუღლე. მუხლთან უზის შვილიშვილი - ნინო სერგოს ასული მაჭარაშვილი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, დაახლოებით 1914 წელს. მეოთხე: სერგო ილარიონის ძე მაჭარაშვილი (1879-1934), დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, იყო საჩხერის ეკლესიის წინამძღვარი (წესი აუგო აკაკი წერეთელს (1915)). მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში სერგო მაჭარაშვილი ბორჯომში მუშაობდა ბუღალტრად. მეხუთე: თედოსია ბესარიონის ასული არევაძე (1876 -1962, დაბადებული ვახანში (ხარაგაულის რაიონი), მამა ბესარიონ არევაძის ქალიშვილი). თედოსიას კალთაში უზის ვაჟი - ბიძინა სერგოს ძე მაჭარაშვილი (1905 წ. გადაასახლეს 1937 წელს, საფლავი არ არსებობს). მეორე რიგში მარცხნიდან პირველი დგას პიღასი კაპანაძე, ალექსანდე მაჭარაშვილის მეუღლე. მეორე რიგში დგანან: მარცხნიდან მეორე, მესამე და მეოთხე მამა ილარიონის ქალიშვილები: მაშო, კატო, ალექსანდრა მაჭარაშვილები
Owner: ქეთევან მუმლაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Qetevan_Mumladze (18).jpg159.83 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.