ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/534774
სათაური: | მამა ილარიონ მაჭარაშვილი მონაგართან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური მაჭარაშვილი, ილარიონი გერმანეს ძე დეკანოზი ილარიონ მაჭარაშვილი იმერეთის ეპარქია ქართველი სასულიერო პირი საჩხერე |
გამოცემის თარიღი: | 1908 |
რეზიუმე: | მამა ილარიონი - გერმანე ოქროპირის ძე მაჭარაშვილისა და ელისაბედ ბუცხრიკიძის ერთადერთი ვაჟი. ცხოვრობდა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. მამა ილარიონმა კორბოულში დააარსა ზემო იმერეთის პირველი სამრევლო სკოლა, რომელიც ახლაც არსებობს. ჰყავდა მეუღლე - გაიანე ყიფშიძე და 5 შვილი: სამი ქალი და ორი ვაჟი ფოტო გადაღებულია საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში 1908 წელს |
აღწერილობა: | ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ პირველ რიგში: ალექსანდრე ილარიონის ძე მაჭარაშვილი, მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი, დახვრიტეს 1924 წელს, შორაპანთან ახლოს, სხვა ათეულობით ტუსაღთან ერთად საქონლის გადასაყვან ვაგონში. ოჯახს მიცვალებული არ გადასცეს. ალექსანდრეს კალთაში შვილი უზის. მეორე: მამა ილარიონ მაჭარაშვილი, ილარიონს მუხლებთან უზის შვილიშვილი შალვა სერგოს ძე მაჭარაშვილი (გადაასახლეს 1937 წელს, საფლავი არ არსებობს); მესამე: გაიანე ყიფშიძე, ილარიონის მეუღლე. მუხლთან უზის შვილიშვილი - ნინო სერგოს ასული მაჭარაშვილი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, დაახლოებით 1914 წელს. მეოთხე: სერგო ილარიონის ძე მაჭარაშვილი (1879-1934), დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, იყო საჩხერის ეკლესიის წინამძღვარი (წესი აუგო აკაკი წერეთელს (1915)). მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში სერგო მაჭარაშვილი ბორჯომში მუშაობდა ბუღალტრად. მეხუთე: თედოსია ბესარიონის ასული არევაძე (1876 -1962, დაბადებული ვახანში (ხარაგაულის რაიონი), მამა ბესარიონ არევაძის ქალიშვილი). თედოსიას კალთაში უზის ვაჟი - ბიძინა სერგოს ძე მაჭარაშვილი (1905 წ. გადაასახლეს 1937 წელს, საფლავი არ არსებობს). მეორე რიგში მარცხნიდან პირველი დგას პიღასი კაპანაძე, ალექსანდე მაჭარაშვილის მეუღლე. მეორე რიგში დგანან: მარცხნიდან მეორე, მესამე და მეოთხე მამა ილარიონის ქალიშვილები: მაშო, კატო, ალექსანდრა მაჭარაშვილები |
მფლობელი: | ქეთევან მუმლაძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Qetevan_Mumladze (18).jpg | 159.83 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება