Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54066
Title: ალექსანდრე ასათიანი
Keywords: პორტრეტი
ასათიანი, ალექსანდრე სამსონის ძე (1889-1954)
Abstract: ალექსანდრე ასათიანი - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, ჟურნალისტი. 1914 წლიდან ქუთაისში ცხოვრობდა. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთერთი დამფუძნებელი და იდეოლოგი. დამუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სხვებთან ერთად, წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. 1919 წელს თბილისში გამოიცა ალ. ასათიანის ნაშრომი, „მიწის საკითხი საქართველოში" 1921 წლის ანექსიის შემდეგ მთავრობას არ გაჰყოლია. თანამშრომლობდა „დამკომთან", იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაიქცა. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, 1926 წელს გიორგი გვაზავასთან და სხვებთან ერთად აფუძნებს „პრომეთეისტულ" მოძრაობას. 1924-1926 წლებში არის სტამბულში დაარსებული „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრი. ინტენსიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში („ივერია", „სამშობლოსათვის"). 1929-39 წლებში, საფრანგეთში, თავად გამოსცემდა ედეპეს ორგანოს -„სამშობლო"-ს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოთხი წლით ესპანეთში გადავიდა, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა. ალექსანდრე ასთიანი გარდაიცვალა 1954 წლის 2 იანვარს, მიუნხენში. გადმოასვენეს ლევილში. - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2567#sthash.iiFgetvn.dpuf
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: სალომე ზურაბიშვილი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Aleksandre_Asatiani.jpg249.69 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.