ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54066
სათაური: | ალექსანდრე ასათიანი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ასათიანი, ალექსანდრე სამსონის ძე (1889-1954) |
რეზიუმე: | ალექსანდრე ასათიანი - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, ჟურნალისტი. 1914 წლიდან ქუთაისში ცხოვრობდა. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთერთი დამფუძნებელი და იდეოლოგი. დამუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სხვებთან ერთად, წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. 1919 წელს თბილისში გამოიცა ალ. ასათიანის ნაშრომი, „მიწის საკითხი საქართველოში" 1921 წლის ანექსიის შემდეგ მთავრობას არ გაჰყოლია. თანამშრომლობდა „დამკომთან", იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაიქცა. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, 1926 წელს გიორგი გვაზავასთან და სხვებთან ერთად აფუძნებს „პრომეთეისტულ" მოძრაობას. 1924-1926 წლებში არის სტამბულში დაარსებული „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრი. ინტენსიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში („ივერია", „სამშობლოსათვის"). 1929-39 წლებში, საფრანგეთში, თავად გამოსცემდა ედეპეს ორგანოს -„სამშობლო"-ს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოთხი წლით ესპანეთში გადავიდა, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა. ალექსანდრე ასთიანი გარდაიცვალა 1954 წლის 2 იანვარს, მიუნხენში. გადმოასვენეს ლევილში. - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2567#sthash.iiFgetvn.dpuf |
აღწერილობა: | გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | სალომე ზურაბიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ქართველები საზღვარგარეთ |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Aleksandre_Asatiani.jpg | 249.69 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება