Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67767
Title: | ვალერიან კანდელაკი |
Keywords: | კანდელაკი, ვალერიან ანტონის ძე (1881-1944) |
Issue Date: | 11-Dec-2014 |
Abstract: | ვალერიან კანდელაკი — ქართველი მეღვინე. ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც მიმართულება მისცა მეღვინეობის განვითარებას საქართველოში. ავტორი მრავალი ქართული ღვინისა მათ შორის სუფრის სამარკო ღვინოების: ”მანავის მწვანე”, ”ყვარელი 50”, იკემის ტიპის - ”მჭკნარა”, ”მოტკბო”. ვალერიანი იყო ორდინალური თეთრი და წითელი N1, N2, N8 კახური, N18 და N22 ღვინოების დამზადების ინიციატორი დიდი ქართველი, იმჟამად პირველი ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინის, იორამ თარხნიშვილის მონაწილეობით. აგრეთვე შექმნა პორტვეინის ტიპის ღვინოები ”საამო”, ”კარდანახი”, მადერის ტიპის ღვინო ”ანაგა”, ლიქიორის ტიპის ღვინო ”სალხინო”, უნგრული ტოკაის ტიპის ღვინო ”ხიხვი”(იგივე ჯანანური),სადესერტო ”აფხაზეთის თაიგული” და სხვ. ვალერიან კანდელაკის შექმნილ ღვინოებს მსოფლიო დეგუსტაციებზე მიღებული აქვთ მრავალი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ვალერიან კანდელაკის ინიციატივით გადაშენებას გადაურჩა ვაზის ჯიში ”ხიხვი”, რომელსაც იმ დროისთვის აღარავინ აშენებდა, რადგანაც იგი მგძნობიარეა გარემო ფაქტორებისა და ნაკლებგამძლე დაავადებების მიმართ. ”მანავის” მეურნეობას მინიჭებული აქვს ვალერიან კანდელაკის სახელი |
Description: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | ლევან თაქთაქიშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Valerian_Kandelaki.jpg | 164.31 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.