ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67767
სათაური: ვალერიან კანდელაკი
საკვანძო სიტყვები: კანდელაკი, ვალერიან ანტონის ძე (1881-1944)
გამოცემის თარიღი: 11-Dec-2014
რეზიუმე: ვალერიან კანდელაკი — ქართველი მეღვინე. ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც მიმართულება მისცა მეღვინეობის განვითარებას საქართველოში. ავტორი მრავალი ქართული ღვინისა მათ შორის სუფრის სამარკო ღვინოების: ”მანავის მწვანე”, ”ყვარელი 50”, იკემის ტიპის - ”მჭკნარა”, ”მოტკბო”. ვალერიანი იყო ორდინალური თეთრი და წითელი N1, N2, N8 კახური, N18 და N22 ღვინოების დამზადების ინიციატორი დიდი ქართველი, იმჟამად პირველი ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინის, იორამ თარხნიშვილის მონაწილეობით. აგრეთვე შექმნა პორტვეინის ტიპის ღვინოები ”საამო”, ”კარდანახი”, მადერის ტიპის ღვინო ”ანაგა”, ლიქიორის ტიპის ღვინო ”სალხინო”, უნგრული ტოკაის ტიპის ღვინო ”ხიხვი”(იგივე ჯანანური),სადესერტო ”აფხაზეთის თაიგული” და სხვ. ვალერიან კანდელაკის შექმნილ ღვინოებს მსოფლიო დეგუსტაციებზე მიღებული აქვთ მრავალი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ვალერიან კანდელაკის ინიციატივით გადაშენებას გადაურჩა ვაზის ჯიში ”ხიხვი”, რომელსაც იმ დროისთვის აღარავინ აშენებდა, რადგანაც იგი მგძნობიარეა გარემო ფაქტორებისა და ნაკლებგამძლე დაავადებების მიმართ. ”მანავის” მეურნეობას მინიჭებული აქვს ვალერიან კანდელაკის სახელი
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ლევან თაქთაქიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Valerian_Kandelaki.jpg164.31 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება