Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/86937
Title: ლევან ყანჩაველი, აკაკი (კოკა) მეიფარიანი, გიორგი (გულო) რცხილაძე
Keywords: ჯგუფური ფოტო
ყანჩაველი, ლევან
მეიფარიანი, აკაკი (1918-1995)
რცხილაძე, გიორგი (გულო) (1909-1968)
ტანვარჯიში
Abstract: ლევან ყანჩაველი – ტანმოვარჯიშე. მეიფარიანი აკაკი – ფარიკაობა (რაპირა, დაშნა), მწვრთნელი. თავიდან ტანვარჯიშს მისდევდა, შემდეგ კი, 27 წლის ასაკში, საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთ ფუძემდებელთან ლევ გოლოვნიასთან დაიწყო ვარჯიში. სულ მოკლე ხანში სსრკ მოფარიკავეთა ნაკრებში შეიყვანეს. XVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952, ჰელსინკი). მომდევნო, XVII თამაშებისთვის (1956, მელბურნი) უკვე სსრკ თანამედროვე ხუთჭიდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო. ამ ოლიმპიადაზე გუნდი ფარიკაობაში იმდენად კარგად გამოვიდა, რომ საბჭოთა სპორტის ხელმძღვანელებმა აკაკი მეიფარიანს მელბურნშივე მიანიჭეს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1956-69), საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის კათედრის გამგე (1969-74). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. რცხილაძე გიორგი (გულო) – სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1932,33, 34), სსრკ ნაკრების ლიდერი 1930-იან წლებში. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1972 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ტანვარჯიშის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ქართული სპორტის მუზეუმი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Tanvarjishi23.jpg202.01 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.